ცენტრის შესახებ
ცენტრი, თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით, წარმართავს კვლევებს პოლიტიკის ანალიზისა და დაგეგმვის ხელშესაწყობად. სამეცნიერო კვლევებითა და მაღალი ხარისხის ფართომასშტაბიანი შეფასებებით ის ეხმარება განათლების სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ და გამტარებელ ინსტიტუციებს ადამიანური კაპიტალის ფორმირებისა და განვითარების მდგრადი პირობების შექმნაში; ქვეყანაში ექსპერტთა ინტერდისციპლინური ჯგუფების მობილიზებითა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით, ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში უახლესი მიდგომებისა და ტექნოლოგიების ადგილობრივ კონტექსტზე მორგებას; კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით ხელს უწყობს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადალახვას, ქმნის ინოვაციურ რესურსებს ადამიანური კაპიტალის განვითარების მხარდასაჭერად; კვლევაზე დაფუძნებული რეკომენდაციებით, ეხმარება განათლების პოლიტიკის შემქმნელებს/ლიდერებს სტრატეგიული ნაბიჯების დაგეგმვასა და საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების მიღებაში.