top of page

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) გენერალური ასამბლეის 65-ე შეხვედრა თბილისში გაიმართება


საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საგანმანთლებლო ორგანიზაციაა მსოფლიოში. IEA-ს საერთაშორისო ქსელში ჩართულია 60-ზე მეტი სახელმწიფო, ხოლო მისი კოორდინირებით ჩატარებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებში (PIRLS; TIMSS; TEDS და ა. შ.) მონაწილეობს 100-ზე მეტი ქვეყანა.


​IEA-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრა გამორჩეული მნიშვნელობის მოვლენაა საგანმანათლებლო სფეროში. შეხვედრას ესწრებიან განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები, რომელთა საქმიანობის მიზანს განათლების მიმართულების პროგრესი წარმოადგენს.


2024 წელს გენერალური ასამბლეის შეხვედრა საქართველოში გაიმართება. შეხვედრის მასპინძელი ორგანიზაციაა საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი.


ცენტრის მკვლევრები საგანმანათლებლო შეფასებებში საქართველოს ჩართვის პირველი დღიდან იყვნენ კვლევების ეროვნული კოორდინატორები, მონაცემთა ბაზების მენეჯერები, ცენტრის ხელმძღვანელი წლების განმავლობაში იყო IEA-ს გენერალური ასამბლეის წევრი.

2024 წლიდან, დავით გაბელაია, ცენტრის უფროსი მკვლევარი, იქნება საქართველოს წარმომადგენელი IEA-ს გენერალურ ასამბლეაში.

შეხვედრა თბილისში, 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ჩატარდება.

Comments


Commenting has been turned off.
bottom of page