


ევროსტუდენტი
ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია. მისი მიზანია ევროპის 30-მდე ქვეყანაში უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა. კვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სასწავლო პროგრამის მახასიათებლები, ბიუჯეტი და დასაქმება, შემოსავალი და ხარჯები, საცხოვრებელი პირობები და საერთაშორისო მობილობა.
ევროსტუდენტის კვლევის მონაცემების საფუძველზე ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკას და პროგრამებს.
საქართველო 2014 წლიდან მონაწილეობს კვლევაში. წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები კვლევაში 15 აპრილიდან ელექტრონულად ჩაერთვებიან.
დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.eurostudent.eu/
კითხვებით დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eurostudent@ncer.gov.ge
ევროსტუდენტის კვლევას საქართველოში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი ატარებს.
კითხვარის ბმულს სტუდენტები მიიღებენ ელექტრონული ფოსტის ან უნივერსიტეტის შიდა საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით.
2025 წელს კვლევაში მონაწილე სტუდენტები, სურვილის შემთხვევაში, გათამაშებაში ჩაერთვებიან. გათ ამაშების ფარგლებში კვლევის მონაწილეთაგან შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 15 სტუდენტი ტექნიკის 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.


