ცენტრის შესახებ
საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემური მხარდაჭერის მიზნით ცენტრი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
-
სამეცნიერო კვლევების, ფართომასშტაბიანი ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების წარმართვა განათლების სისტემის ყველა საფეხურზე, დაწყებული სკოლამდელი განათლებით, დამთავრებული უმაღლესი განათლებითა და სამუშაო ძალის მზაობით
-
განათლების სხვადასხვა საფეხურისთვის საკვანძო საკითხების უწყვეტი კვლევა, მეცნიერული ცოდნის გაღრმავება, გაფართოება და გამოყენება პრაქტიკაში – საგანმანათლებლო ინსტიტუციებისათვის სისტემურად ორგანიზებული ცოდნის შეთავაზება არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისა და განათლების სისტემის მოდერნიზაციის მხარდასაჭერად
-
ეროვნული კონფერენციების მოწყობა, ფორუმების და სემინარების ჩატარება კვლევის შედეგებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზების განსახილველად
-
საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა; გამოცდილების გაზიარებისა და ინტერნაციონალიზაციის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება
-
ორენოვანი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა
-
სტაჟირების, ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების ბაზის შექმნა უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც ამზადებენ განათლების მკვლევრებს; ელექტრონული რესურსების შექმნა საგანმანათლებლო კვლევისა და შეფასების სფეროში