


მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA – Programme for International Student Assessment) არის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევა, რომელსაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD – The Organisation for Economic Co‑operation and Development) ციკლურად, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ატარებს.
PISA აფასებს 15 წლის მოზარდთა კომპეტენციებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში. განსხვავებით სხვა მსგავსი ტიპის კვლევებისაგან PISA-ს მიზანია დაადგინოს, რამდენად კარგად ამზადებს საგანმანათლებლო სისტემა მოზარდებს იმ გამოწვევებისათვის, რომლებსაც ისინი სკოლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდნენ.
საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი მუშაობს ეროვნული ანგარიშის ვრცელ ვერსიაზე და თანმხლებ თემატურ სერიებზე, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის დეკემბერში.
კვლევა ფოკუსში - TIMSS
TIMSS 2023-ის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით, განვიხილავთ, როგორ უკავშირდება სკოლის ზომა მოსწავლეთა მიღწევებს. ანალიზის შედეგები აჩვენებს, რომ ეს კავშირი არ არის ერთგვაროვანი და მნიშვნელოვნად განსხვავდება განათლების საფეხურისა და სკოლის მდებარეობის მიხედვ ით.




