top of page
diagram

საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი (NCER), კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მიწოდებით და ხარისხის, თანასწორობისა და ინოვაციის მხარდაჭერით მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლების სისტემის პოლიტიკისა და წარმატებული პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის პროცესში.

chart
EARTH-01.png

TIMSS ‒ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა 

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების საერთაშორისო შეფასება ‒ TIMSS ‒  გვთავაზობს ფასდაუდებელ ცოდნას განათლების სისტემის მდგომარეობისა და განვითარების დინამიკის შესახებ და, შესაბამისად, წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას არა მხოლოდ განათლების პოლიტიკის დაგეგმვისთვის, არამედ სკოლებისთვისაც.

ამისთვის აუცილებელია, სკოლა გახდეს საერთაშორისო შეფასებებით მიღებული იმ მტკიცებულებების აქტიური მომხმარებელი, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებას ემსახურება. ამ მიზნის მისაღწევად საერთაშორიოს შეფასების, მათ შორის, TIMSS-ის ანგარიშებს, ახალი ფორმატით წარმოვადგენთ.

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ანგარიშების ტრადიციული ფორმა, კვლევის შედეგების ერთიან, მოცულობით და რთულად აღქმად დოკუმენტში თავმოყრა გარკვეულწილად აფერხებს კვლევის შედეგების ეფექტიან გამოყენებას.

TIMSS-ის  წარმოდგენილი ანგარიში, საერთაშორისო შეფასებების შედეგების ახალი ფორმატით გაზიარების პირველი ნაბიჯია. ეს არის მცდელობა, საერთაშორისო მონაცემები გამოვიყენოთ, როგორც მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცვლილების გზამკვლევი, არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ სკოლის დონეზეც. ეროვნული ანგარიშის სახელწოდებად შევარჩიეთ  „TIMSS 2023-ის გაკვეთილები“, რომლის თითოეული სერია კონკრეტულ თემას ეძღვნება და შესაბამისი თემატური სათაურით გამოქვეყნდება.

კვლევები და შეფასება

About main.png
chart

ცენტრის საქმიანობა

საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემური მხარდაჭერის მიზნით ცენტრი ახორციელებს შემდეგ საქმიანობას: ​

  • სამეცნიერო კვლევების, ფართომასშტაბიანი ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების წარმართვა განათლების სისტემის ყველა საფეხურზე, დაწყებული სკოლამდელი განათლებით, დამთავრებული უმაღლესი განათლებითა და სამუშაო ძალის მზაობით​​

  • განათლების სხვადასხვა საფეხურისთვის საკვანძო საკითხების უწყვეტი კვლევა, მეცნიერული ცოდნის გაღრმავება, გაფართოება და გამოყენება პრაქტიკაში – საგანმანათლებლო ინსტიტუციებისათვის სისტემურად ორგანიზებული ცოდნის შეთავაზება არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებისა და განათლების სისტემის მოდერნიზაციის მხარდასაჭერად

  • ეროვნული კონფერენციების მოწყობა, ფორუმების და სემინარების ჩატარება კვლევის შედეგებისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზების განსახილველად​​

  • საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა; გამოცდილების გაზიარებისა და ინტერნაციონალიზაციის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება​​

  • ორენოვანი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა ​​

  • სტაჟირების, ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების ბაზის შექმნა უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც ამზადებენ განათლების მკვლევრებს; ელექტრონული რესურსების შექმნა საგანმანათლებლო კვლევისა და შეფასების სფეროში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
bottom of page